ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ჯო ბაიდენს ამ დროისთვის 237 ხმა აქვს და რეალური შანსი დაიმატოს კიდევ ერთი ხმა ნებრასკიდან. ჯამში მიიღებს 238 ხმას. თუ რამე ანომალიური არ მოხდა ამ ნიშნულზე გაჩერდება. რაც ნიშნავს, რომ ტრამპი წაიღებს 300 ხმას და გახდება პრეზიდენტი.
აშშ-ს არჩევნების რეალური შედეგი
300/238 ტრამპის სასარგებლოდ (არიზონის გარეშეც – 11 ხმა)
უარეს შემთხვევაში 294/244(თუ ნევადა წააგო ტრამპმა)
ხმის დათვლა თუ დაასრულეს რეზულტატი ასეთია.
თუ არ დაასრულეს, იქნება სასამართლო. უზენაეს სასამართლოში 6 კონსერვატორი მოსამართლე და 3 ლიბერალია. 2000 წელს გამარჯვებული ჯორჯ ბუშსა და ალ გორს შორის ასევე სასამართლომ გაარკვია.