1878 წლის რუსეთ-თურქეთის  საზავო ხელშეკრულებით  ტაო-კლარჯეთი და აჭარა საქართველოს დაუბრუნდა

1453 წლის 29 მაისს, მას შემდეგ, რაც სულთანმა მეჰმედ მეორემ დაიკავა

კონსტანტინეპოლი ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა და საფუძველი

ჩაეყარა ოსმალეთის იმპერიის შექმნას.

 

ამ დღიდან მოყოლებული ყოველი ბერძენის ოცნებაა, რომ როცა დაღამდება მეორე დღით კონსტანტინეპოლში გაიღვიძოს.

ამ დღიდან მოყოლებული მოსკოვის სამთავრომ სრულიად მსოფლიოს მართლმადიდებელთა და ზოგადად ქრისტიანთა მფარველობაზე და მათ მოკავშირეობაზე გამოთქვა პრეტენზია. ეს მესიანისტური დოქტრინა ისტორიაში შევიდა, როგორც ,,მესამე რომის თეორია,,.

მიუხედავად იმისა, რომ 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა თანამედროვე ქემალისტური თურქეთის რესპუბლიკის საზღვრები და საერთაშორისო საზოგადოებამაც ამ საზღვრებში აღიარა თურქეთის სახელმწიფო, უნდა აღინიშნოს რომ თურქეთის სახელმწიფო არის თიხის ფეხებზე შემდგარი, მუსტაფა ქემალ ფაშას მიერ შექმნილი ასიმილატორული პოლიტიკის ეკლექტური პროდუქტი.

შესაბამისად დეზინტეგრაციული პროცესების დაწყების შედეგად სწორედ თურქეთის სახელმწიფოს იდეოლოგიურ-ისტორიულ საფუძვლებში დევს ამ სახელმწიფოს დაშლის ყველაზე დიდი წანამძღვრები.

მოსკოვში გენერალურ შტაბში, თუმცა ტაბუდადებულად და მტვერმოყრილი, მაგრამ დღემდე დევს სტამბულის გათავისუფლების გეგმა.

1878 წლის თებერვალში, რუსეთ-თურქეთის ომის დასასრულ ეტაპზე, რუსეთის არმიის წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებული იქნა ბულგარეთში შიპკას უღელტეხილი, რამაც რუსულ არმიას მისცა შესაძლებლობა სტრატეგიული უპირატესობა მოეპოვებინა ბალკანეთის ფრონტზე. რუსები სულ რამოდენიმე კილომეტრში იმყოფებოდნენ სტამბულიდან.

1878 წლის 3 მარტს ოსმალეთის იმპერატორმა, თავიდან რომ აეცილებინა ოსმალეთის იმპერიის სრული კრახი, რუსეთს საზავო მოლაპარაკება შესთავაზა. სან-სტეფანოში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც საქართველომ სრულად შემოიერთა ტაო-კლარჯეთი და აჭარა. კი მართალია 1878 წლის 14 ივლისს ოტო ფონ ბისმარკმა სცადა აღნიშნული ხელშეკრულების გადახედვა ბერლინის კონგრესზე, რადგან გერმანიის ინტერესებში არ შედიოდა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე რუსეთის ცალმხრივი, უცერემონიო გაბატონება, მაგრამ თურქეთმა ამ ომის შედეგად ძალიან დიდი შოკი მიიღო და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რუსეთის არმიის ძლევამოსილებაში. ამ ომში რუსების მხარდამხარ ათიათასობით ქართველი იბრძოდა, ძალიან ბევრი დაიღუპა.

როგორც ჩანს მაშინდელი ეფექტის შედეგად მიღებული ანესთეზია თურქეთის მთავრობას გამოუნელდა. 1945 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში, იოსებ სტალინმა დაიტოვა უფლება გერმანიის მოკავშირე სახელმწიფოებისათვის ან ომი გამოეცხადებინა, ან დაეკისრებინა მათთვის რეპარაციები. ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე ამ დროისათვის თურქეთი გახლდათ. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტში შემუშავდა თურქეთზე თავდასხმის გეგმა. სტალინის უშუალო ბრძანებით კაპიტალურად შეკეთდა და დაიგო სამტრედია-საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის ტრასა, მიენიჭა მას საქართველოს სამხედრო გზის სტატუსი. საგანგებო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით იოსებ სტალინი წყალტუბოში შეხვდა ქართველ ისტორიკოსებს: სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილს, რომელთაც დაევალათ მოემზადებინათ ისტორილი დოკუმენტაცია და წყაროები, იმის დასამტკიცებლად, რომ თურქეთს უკანონოდ ქონდა მიტაცებული ტაო-კლარჯეთი. და გარდა ამისა სომხური ისტორიული მიწები. როგორც მასალებიდან ჩანს იქამდე სტალინთან უშუალოდ იყო შეთანხმებული ხოფაში, რიზესა და სხვა ქალაქებში რაიკომის მდივნების კანდიდატურები. სამწუხაროდ გაეროში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად ეს გეგმა იმხანად ჩავარდა. მაგრამ იდეოლოგია რუსეთის მიერ თურქეთის დაჩოქებისა ისევ ძალაშია. მე მსურს ისინი კეთილი რჩევით გავაფრთხილო: НЕ ИСКУШАЕТЕ СУДЬБУ РЕБЯТА!!!!

              დათო გოგიშვილი