არჩევნების შედეგებს ამერიკელი ხალხი წყვეტს, – ამის შესახებ აშშ-ს დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„როგორი იქნება არჩევნების შედეგი ამას არც მე და არც დონალდ ტრამპი არ წყვეტს. ამას წყვეტს ამერიკელი ხალხი“,- წერს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ალასკას შტატებში არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.
ცნობისთვის, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
წყარო: ptn.ge