აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით არჩევნებში უცხო სახელმწიფოს ჩარევა არ შეუნიშნავთ!

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ არჩევნებში უცხო სახელმწიფოს ჩარევა არ შეუნიშნავთ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ქრისტოფერ კრებსის განაცხადებით, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ შეძლო, ხელი შეეშალა ამერიკელებისთვის ხმის მიცემის პროცესში ან შეეცვალა ხმების რაოდენობა.

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენ ფხიზლად ვიქნებით, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ მიმდინარე ხმის დათვლის პროცესს და შედეგების საბოლოო დამოწმებას ხელი არ შეუშალოს. ამერიკელი ხალხი თავდაცვის უკანასკნელი ხაზია უცხოური გავლენის მცდელობების წინააღმდეგ და ჩვენ განვაგრძობთ მოთმინების შენარჩუნებას უახლოეს დღეებისა და კვირების განმავლობაში“,- განაცხადა კრებსმა.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ალასკას შტატებში არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.

ცნობისთვის, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

წყარო: itv.ge