აშშ-ში ვითარება იძაბება

არიზონაში საარჩევნო ცენტრთან დემონსტრანტები იკრიბებიან. CNN-ის ინფორმაციით, მათ შორის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან.

რამდენიმე ადამიანი შიგნით შევიდა, თუმცა მალევე გამოვიდა. შენობას სამართალდამცავები იცავენ.

ტელეარხ ABC-ის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი შეიარაღებულია.

მანამდე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ არიზონასა და ნევადას შტატებში ბიულეტენების დამუშავებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ორეგონის შტატის გუბერნატორს კი პორტლენდის ქუჩებში ეროვნული გვარდია გამოჰყავს, რათა საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს. აქ არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. 9 ადამიანი დააკავეს.

აქციები იყო ნიუ-იორკშიც, სადაც მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში 60 ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის მომხრეთა აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს. დამწვარია ნაგვის რამდენიმე ურნა.

 

“report.ge”