ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის დროს ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გუშინ 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ აქცია გამართა.
ისინი ოლქში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირების დროს მიმდებარე კომერციული ფართის მინა გატყდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
წყარო: cyc.ge