ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გადავთვალოთ სადავო ოქმები – ალეკო ელისაშვილი

არც რევოლუციას ითხოვს არავინ და არც ტანკებით გამოვარდნას, მთავარი მოთხოვნაა გადავთვალოთ სადავო ოქმები – ალეკო ელისაშვილი

იმისათვის, რომ აქ ქვეყანაში ვითარება განიმუხტოს, აუცილებელია სადავო, დაუბალანსებელი ოქმების გადათვლა,- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს.

“ამ ყველაფერს ჰქვია გაყალბების ხელშეწყობა. იმისათვის, რომ აქ ქვეყანაში ვითარება განიმუხტოს, აუცილებელია სადავო, დაუბალანსებელი ოქმების გადათვლა. არც რევოლუციას ითხოვს არავინ და არც ტანკებით გამოვარდნას, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გადავთვალოთ სადავო ოქმები. ამას რა არჩევნები ჰქვია, მაშინ ვთქვათ, რომ არჩევნები არ ტარდება,” – აცხადებს პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ამის მიუხედავად, მეხუთე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციური პარტიები ცესკოს ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.

4 ნოემბერს, თბილისის საარჩევნო რამდენიმე ოლქთან ხმაურიანი აქცია გაიმართა. აქცია იყო ასევე რეგიონებშიც.

წყარო: ptn.ge