დონალდ ტრამპი – ჩვენ ვიგებდით და უცებ ყველაფერი გაჩერდა, ეს არის თაღლითობა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არჩევნებს იგებდა, “თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა”. პრეზიდენტის შეფასებით, “ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა!“.

“ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგეთ კიდეც. ახლა დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის მასშტაბური თაღლითობა. ჩვენ გვინდა, კანონმა სწორად იმუშაოს. ასე რომ, ჩვენ წავალთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვინდა, ხმის მიცემის ყველანაირი პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ დილის 04:00 საათზე ბიულეტენები აღმოაჩინონ“ – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კანონმდებლობით, ფოსტით მიცემული ხმების მიღება კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება. მათ შორის არის პენსილვანია, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი შტატი აღმოჩნდეს და გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ შტატმა გაარკვიოს.

წყარო: saqinform.ge