ამ დროისათვის აშშ–ში ხმები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, ტრამპის შტაბში კი არ გამორიცხავენ, რომ კიდევ ორი შტატის სასამართლოში შეიტანენ სარჩელს
აშშ–ში არსებულ ვითარებაზე რადიო Sputnik–თან მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტმა იგორ კოვალიოვმა გააკეთა კომენტარი.
მანამდე CNN–მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი კიდევ ორ შტატში აპირებს მიმართოს სასამართლოს ხმების დათვლასთან დაკავშირებით, რითაც რესპუბლიკელებს ამ შტატებში შედეგების დაჯამებისთვის ხელის შეშლა სურთ.
ამ დროისათვის აშშ–ში ხმები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. თუმცა საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270–ის ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს.
იგორ კოვალიოვის აზრით, აშშ–ში მიმდინარე პროცესების ფონზე გამორიცხული არ არის, საზოგადოების სერიოზული რადიკალიზაცია მოხდეს.
„აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნები, სამწუხაროდ, მთავარი ამბები იქნება ოიოდე დღით და, როგორც წესი, კიდევ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში იმის გამო, რომ ფოსტით მიღებული ხმების დათვლის პროცესი ჭიანურდება და ამასთან არცერთი კანდიდატი არ აღიარებს მარცხს. შესაბამისად იქნება სხვადასხვა სახის გარცევები როგორც სასამართლოებში, ისე, რაც ყველაზე საშინელია, ქუჩებშიც. ბაიდენი მომხრეები უკვე ქუჩებში არიან, ტრამპის მომხრეებიც დიდხანს არ დააყოვნებენ. საკმარისია გავიხსენოთ, როგორ იქცეოდნენ ისინი ტეხასში კენჭისყრის წინა დღეს, როდესაც ფაქტობრივად გააძევეს იქიდან ბაიდენის სააგიტაციო კამპანია. ამიტომ მოსალოდნელია შემდგომი სერიოზული რადიკალიზაცია და შეტაკებებიც კი“, — აღნიშნა ექსპერტმა.
კოვალიოვის თქმით, წამ ყვანი ამერიკული ტელეარხები თავის დათვლებს აწარმოებენ, რასაც კიდევ მეტად ძაბავს ვითარებას.
„ციფრები გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათზე, ვინც ამ არხებს უყურებენ. მათ ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი მოატყუეს და ამ ციფრებს არცევნების შედეგების რეალურ მაჩვენებლად აღიქვამენ, რაც ყოველთვის ასე არ არის. შეიძლება მოვიყვანოთ არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ დაემთხვა ამა თუ იმსააგენტოს პროგნოზი რეალობას, რომლებსაც ისინი არჩევნების დაწყებამდე აკეთებდნენ. საწიროა დაველოდოთ ოფიციალურ შედეგებს. თუმცა, როგორც ვიცით, ისინიც არ არის ყოველთვის რეალობის შესატყვისი — არსებობს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური გარიგებები. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ოფიციალური შედეგებია და არა ის, რასაც გაზეთები და ტელეარხები გვთავაზობენ“, — განაცხადა კოვალიოვმა.
ექსპერტის თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგის განსაზღვრაში აშშ–ის სასამართლო ხელისუფლებამ შეიძლება შეასრულოს როლი.
„რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ტრამპის მთავარი ამოცანა — და ეს მისი ერთადერთი ლეგალური შესაძლებლობაა გამარჯვების უზრუნველსაყოფად ძალისა და იარაღის გამოყენების გარეშე — ეს სასამართლოებში ბრძოლაა. ამიტომ ჩქარობდა ის თავისი წარმომადგენლების დანიშვნას აშშ–ის უმაღლეს სასამართლოში ვაკანტურ ადგილებზე, რომელსაც საკვანძო როლის შესრულება შეუძლია ამ სასამართლო დავებში. ასეთი სარჩელები დიდი ალბათობით მივა უმაღლეს სასამართლომდე და მოსამართლეების აზრზე კიდევ ერთხელ სერიოზულად გახდება დამოკიდებული შეერთებული შტატების ბედი. ანუ სასამართლო ხელისუფლებაა, რომელიც პერიოდულად ერევა აშშ–ის პოლიტიკურ პროცესებში, საკვანძო როლის შესრულება შეუძლია“, — მიაჩნია ექსპერტს.
“სპუტნიკი”