ყველაზე დიდი წვლილი ერთა შორის მეგობრობაში ხელოვნებას შეაქვს, განსაკუთრებით, მუსიკას. გია კორკოტაშვილის მიერ ლაღად შესრულებულმა “ჩუნგა-ჩანგამ” უზარმაზარი პოზიტივი გამოიწვია რუსებს შორის, საქართველოს მიმართ. ეს ყველამ იცის, ამიტომ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
გთავაზობთ ვიწრო წრეში, ქართველების მიერ შესრულებულ “პოდმოსკოვნიე ვეჩერას” და რამდენიმე კომენტარს, რომელიც ამ შესრულებას მოჰყვა:
– ძმებო ქართველებო! რაც არ უნდა აკეთონ თქვენმა და ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ჩვენ მაინც გვიყვარხარდთ და ყოველთვის გვეყვარებით! (ოლგა სოლომატინა)
– გმადლობთ, ძვირფასებო. მე ევაკუაციაში დავიბადე ფოთში. ჩვენ შეგვიკედლა ქართველმა ქალმა, რომლის მეუღლე და ერთ-ერთი უფროსი შვილი ომში იყვნენ წასულები. ქალი მესასწორედ მუშაობდა. დედა მიყვებოდა, რომ ამ კეთილმა ქალმა, რომლის სახელი არ მახსოვს, თავისი წინსაფრის ჯიბით მუჭა მანანის ბურღული მოიტანა. “ეს გალიაჩკასთვისაა”, თქვა მან და დედას მიაწოდა. დედაჩემი 7 წელია, რაც გარდაიცვალა, მაგრამ მე მუდამ მახსოვს დედის ეს მონათხრობი. საქართველო დიდებული ქვეყანაა, ქართველბი კი კეთილი, გაბედული და ძალიან ნიჭიერი ხალხია! ისე მინდა, ოდესმე მოვხვდე ჩემს ამ სამშობლოში. ჩვენ, რუსებს გვიყვარხართ. სიკეთეს და ჯანმრთელობას გისურვებთ! (გალინა ბელოვა)
– ყოჩაღ, ტანში დამბურძგლა! გესალმებით ციმბირიდან. (ტიმოფეი ვაშჩენკო)
– მადლობას გიხდით და როგორ ვწუხვარ, რომ საქართველო, უკრაინა და რუსეთი ამჟამად წაჩხუბებულნი არიან. მამაჩემი უკრაინელია, ბებია – ქართველი, დედა – რუსი. პირდაპირ გული მისკდება დარდისაგან. (ვალერი ესინკინი)
– საქართველოვ, მიყვარხარ! (მარინა ვასილჩიკოვა)
– ქართველები გიტარით – კაცობრიობის საუკეთესო გამოგონებაა და ევოლუციის უმაღლესი მწვერვალი! (ირინა კუდრიავცევა)
– ერთი სიტყვით, ძმები ვართ! (“ვოლხვი”)
– საქართველო, ქართველები, ღვთით ნაბოძები ხალხია. მე 10 წელიწადი ვმსახურობდი თბილისში და ეს ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებია. მოგესალმები, საქართველოვ! (ვასილი სიუკაევი).
– ქართველები არასოდეს ჩვენი მტრები არ ყოფილან და არ იქნებიან, ეს ჩვენი ხალხია. პოლიტიკოსები წყეულიმც იყონ. (სავა ცარიოვი)
– ბავშვობიდან მიყვარს საქართველო ფილმებით, შესანიშნავი მსახიობებით და ჯადოსნური სიმღერებით!! რა საოცარი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმები იქმნებოდა – ბრძნული, ნათელი… დიდი მადლობა თქვენ, ძვირფასებო, იმისათვის, რომ ასე მშვენივრად მღერიხართ. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მოვხვდები საქართველოში… (ლუბოვ სამარინა) .
კიდევ უამრავი ასეთი კომენტარია “იუტუბზე” 2017 წელს გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ: