როდესაც ე. წ. ტრანსგენდერებს სძინავთ და “იმედის” ეთერისთვის ვერ იცლიან, საქართველოს მიხრწნილი ტელევიზიებიდან ეს ყველაზე უფრო ბობოლა და ფულიანი, რუსოფობიის დანერგვას ეწევა – ყველგან და ყველაფერში. ამჯერად, “იმედის” ერთმა სირისტიანმა წამყვანმა, შუადღის ეთერში, საამისოდ ცნობილი კომპოზიტორის, ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის გამოყენება სცადა.
წამყვანმა ქალბატონ ნუნუს თავიდან ხოტბა შეასხა და ყოველ საქებარ სიტყვას მოაყოლებდა საბჭოთა კავშირის ძაგებას. ქალბატონი ნუნუ, მიხვდა ამას თუ არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში გულღიად პასუხობდა; დიალოგი, თუკი მას პოლიტიკურ ნიშნულამდე დავიყვანთ (რასაც წამყვანი ცდილობდა), ასეთი გამოვიდა:
წამყვანი: “თქვენ ყოველთვის პროგრესულად, თანამედროვედ აზროვნებდით, ასე ვთქვათ, ამერიკულად…”
ქ-ნი ნუნუ: “რა მიგავს ახლა მე ამერიკელის?!”
წამყვანი: “თქვენ სულ იყავით დასავლური ორიენტაციის; საბჭოთა კავშირში უამრავი რამ იყო აკრძალული, ბევრი რამის თქმა, გაფიქრებაც-კი…”
ქ-ნი ნუნუ: “ცუდად სულაც არ მახსენდება საბჭოთა კავშირი… მე სტალინისტი ვარ!”
წამყვანი: “საბჭოთა კავშირში დოლარი აკრძალული იყო, როგორც ვიცი, თქვენ ჰონორარი უნდა აგეღოთ დოლარებში და არ მოგცეს!”
ქ-ნი ნუნუ: “მოსკოვიდან დარეკეს – ვინ არის ნუნუ დუღაშვილი, კომპოზიტორი, ამერიკიდან დოლარები ჩაერიცხა, ჰონორარი, ჩამოვიდეს და წაიღოსო… მე მამაჩემმა არ გამიშვა, ახალგაზრდა გოგო ვიყავი – დაეტიე სახლში, ახლა შენი დოლარები-ღა გვაკლიაო!”
აი თუკი “გავაშიშვლებთ” ამ საუბრის არსს, სულ ეს იყო – ვიმეორებ, პოლიტიკურად. ძალიან სასაცილო გამოვიდა, როგორ უნდოდა “იმედის” პატარა გველის წიწილს, ნუნუ დუღაშვილი აბსოლუტურად აპოლიტიკური თემიდან ანტირუსულ საუბარში ჩაეთრია, მაგრამ ყველაფერი პირიქით შემოუბრუნდა.
ქალბატონმა ნუნუმ კი ამ გადაცემაში იმ საოცარ დროზე ილაპარაკა, როდესაც ქართველი კაცი კაცობდა, სიტყვას არ დაარღვევდა… ყოველთვის უკნიდანაც ვცნობდი უცხოეთში ქართველს, რომ ქართველი კაციაო – ბრძანა ჩვენმა სასიქადულო კომპოზიტორმა (ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ თავად – აქ).
ახლა კი, ალბათ, ქართველ კაცს უცხოეთში უკნიდან “კიკინაზე” შეიცნობთ…
ერთსაც დავძენ – პრაქტიკულად, თითქმის არასოდეს არაფერში არ ვეთანხმები ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს (“ფეისბუკზე” “ვფრენდობთ”), მაგრამ მისი ეს რეპლიკა ძალიან მომეწონა:
ტელეკომპანია “იმედმა” რატომ მოხსნა წარწერა “გარეჯი საქართველოა!”
აღარაა გარეჯი ჩვენი?
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში “იმედის” ეკრანზე გაჩნდა მამულიშვილური წარწერა – “გარეჯი საქართველოა!” შემდეგ გამოცხადდა “ქოცნების” გამარჯვება, რომელიც აზერბაიჯნის პრეზიდენტის, ალიევის მოლოცვამ “დაადასტურა”. გარეჯის საქართველოობის წარწერაც საპნის ბუშტივით გაქრა.
გულბაათ რცხილაძე