ტრიბუნიდან ნაცმოძრაობის დამსრულებლები რეალურად არჩევნებში ამ პოლიტიკური ძალის გამცოცხლებლად გამოგვეცხადნენl

არჩვნებზე კონტროლი მინდობილი ჰქონდათ ადეიშვილის ხელის ბიჭს 2016 – წლამდე ა”პოლიტიკურ მდინარაძეს და ბოკერიას პოლიტიკურ პარტნიორ კობახიძეს, რომლებიც იმდენად გათავხედდნენ, რომ დღეს გვარწმუნებენ ბოკერიას და პატრიოტთა ალიანსს ერთნაირი რეიტინგი აქვსო.

კობახიძის ლოგიკით ქართველ ხალხს დაავიწყდა ბოკერიას მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები და მეორეს მხრივ სადისტ სააკაშვილს შენატრის.

ტრიბუნიდან ნაცმოძრაობის დამსრულებლები რეალურად არჩევნებში ამ პოლიტიკური ძალის გამცოცხლებლად გამოგვეცხადა.

კობახიძე – მდინარაძის მაამებლური პოლიტიკის დამსახურებით დღეს სააკაშვილ – ბოკერიას ჯგუფმა სახელმწიფო დესტაბილიზაციის ნაღმზე დასვა.

ქართული ოცნება რომელიც 2012 – წლის იდეალებით და ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს კობახიძე – მდინარაძის “დუქნად” გადაიქცა.

ეს ორი გახლავთ ბოკერიას მთავარი “კრიშა” და ნაცმოძრაობის ციხის გზიდან პარლამენტის გზაზე დამყენებელი.

დღევანდელ მოცემულობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კობახიძე – მდინარაძის დუეტს, რომელიც წითელ ხალიჩას უგებდა და უგებს ბოკერია – სააკაშვილის მწამებლების დაჯგუფებას.

ირაკლი ჯანყარაშვილი