2 საათის შემდეგ პირბადე შეიძლება პირიქით, დასნებოვნების წყარო გახდეს

პოლიტიკა შემოიჭრა მედიცინაში, რაც ჩვენ ძალიან გვაზარალებს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

„აქციაზე თითქოს ვიღაცას უკეთია პირბადე, მაგრამ თუ დისტანცია არ არის დაცული და ადამიანი მთელი დღის განმავლობაში დგას, პირბადე არანაირად არ ასრულებს თავის მოვალეობას. 2 საათის შემდეგ პირბადე შეიძლება პირიქით, დასნებოვნების წყარო გახდეს. პირველ რიგში აუცილებელია დისტანციის დაცვა და ასეთ შეკრებებზე დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ჩვენ ხომ გვინდა ჯანმრთელი მოსახლეობა? ამისთვის ალბათ ყველაფერი უნდა გადაიდოს. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ არ ასეთ თავშეყრის ადგილებში სიარული. ეს ძალიან დააზარალებს მოსახლეობასაც და ჩვენც“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

“იმედინიუსი”