„რესპუბლიკელი“ სენატორი ადამ კინზინგერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მტკიცებულების გარეშე არჩევნების გაყალბებაზე საუბარი შეწყვიტოს.
„ცხადია, გვინდა, რომ ყველა ხმა დაითვალონ, ყველა კანონიერი ხმა. (რა თქმა უნდა) მაგრამ თუ თქვენ ლეგიტიმურად ხართ შეშფოთებული თაღლითობასთან დაკავშირებით, მაშინ წარადგინეთ მტკიცებულება სასამართლოში. შეაჩერეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა“, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „დემოკრატები“ არჩევნების გაყალბებას და ხმების მოპარვას ცდილობენ.