ანზორ მელია – ღია სივრცეში, იქ სადაც ბევრი ხალხი არ არის, ნიღბის ტარება მიზანშეწონილი არ არის!!!

კარდიოლოგი ანზორ მელია ამბობს, რომ ღია სივრცეში სადაც ხალხმრავლობა არ არის, ნიღბის ტარება სავალდებულო არაა!

“ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში აუცილებელია, მაგრამ მიზანშეწონილია კი ქუჩაში ნიღბის ტარება როცა მარტო მიდიხარ და არავინ ახლოს არ არის? ჩვენ ნახშირორჟანგს ხომ გამოვყოფთ და ეს ნახშირორჟანგი სად მიდის? ისევ ჩვენვე გვიბრინდება და გვიწამლავს ორგანიზმს!!!”…

შორეული შედეგები თუ გათვალა მთავრობამ?, რომ ამ ნიღბის ტარება ხომ არ გამოიწვევს სხვა დაავადებების პროვოცირებას? მე როგორც ექიმს და როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნია რომ ღია სივრცეში ნიღბის ტარება არ არის მიზანშეწონილი. ღია სივრცეში სადაც ბევრი ხალხია და დისტანცია ჭირს, ნიღბის ტარება აუცილებელია. მაგრამ, როცა ქუჩაში მარტო მიდიხარ, ან სახლის ეზოში ხარ სასეირნოდ ჩასული ნიღაბის ტარება არ უნდა იყოს აუცილებელი!” – განაცხადა ექიმმა ანზორ მელიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “პირველამდე”.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ, ღია და დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო გახადეს!

წყარო: ipress.ge