გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისი საქართველოსთვის ცვლილებების დროდ იქცა. ხალხს შთაგონებული იყო თავისუფლებით, დამოუკიდებლობითა და ახალი ეკონომიკური პერსპექტივებით. თუმცა, ეიფორიამ დიდხანს როდი გასტანა.
ქართველებმა, რომლებმაც მთელი ცხოვრება გეგმიური ეკონომიკის პირობებში განვლეს, სრულიად უცხო კაპიტალისტური სისტემით ახალი საზოგადოების შენებას შეუდგნენ. გამოცდილების არარსებობამ გამოიწვია მძიმე ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობა, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზად იქცა.
საქართველოს მოქალაქეებს უმალ დახმარების ხელი გამოუწოდეს აშშ–მა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებმაც ყოველწლიურად იწყეს მრავალმილიონიანი გრანტებისა და სუბსიდიების გამოყოფა დემოკრატიის მშენებლობისთვის, რითაც საქართველო ფინანსურ ინიექციებზე დამოკიდებული გახადეს.
მთლიანობაში, ქვეყნის ცხოველმყოფლობის პრაქტიკულად ყველა სფერომ და ინსტიტუტმა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები განიცადა. საქართველო სახელმწიფოს ერთგვარ საილუსტრაციო მაგალითად იქცა პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობიდან, სადაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პროცესს ახორციელებდა და აფინანსებდა დასავლეთი.
საკუთარი ინტერესების სარეალიზაციოდ, აშშ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მთელ ქსელს ქმნის, რომელთა მთავარი მიზანი მეტ–ნაკლებად ლოიალური მთავრობის შექმნა და საზოგადოებაში არაპოპულარული რეფორმების გატარებაა. დღეს მოქმედი სტრუქტურების რაოდენობა 10 ათასზე მეტს აღწევს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის სფერო თითქმის მთელ ქვეყანას მოიცავს.
ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების პირველ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს „ვარდების რევოლუცია“, რომლის წყალობითაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა ეგრეთ წოდებული “ახალგაზრდა რეფორმატორების” მთელი გუნდი, ისეთი პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით, როგორიცაა ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. ეს პოლიტიკოსები ცნობილი იყვნენ არა მხოლოდ როგორც ოპოზიციონერები და ექს–პრეზიდენტი შევარდნაძის გუნდის ყოფილი წევრები, არამედ როგორც პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციების მომხრეთა / წარმომადგენელთა წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებმაც 2004 წლის დასაწყისისთვის დაამტკიცეს საქართველოს ფინანსური დახმარება 1,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.
არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითად ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან იღებენ. უმსხვილეს დონორებად ითვლება: ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“, „დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდი“, ამერიკის „ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი“ და „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდი“ (USAID და NED), გერმანული პარტიული სტრუქტურები „კონრად ადენაუერის ფონდი“, “ფრიდრიხ ებერტის ფონდი”, “ჰაინრიხ ბიოლის ფონდი”, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია “IREX”, “Amnesty International”.
1. ფონდი „ღია საზოგადოების“ საქართველოს ფილიალი (ღია საზოგადოების ფონდი)
ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ საქართველოში 1994 წლიდან მოღვაწეობს და ამ დროიდან მოყოლებული ქვეყანაში 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ოფისი თბილისში მდებარეობს და 50-მდე თანამშრომელი ჰყავს.
ჯორჯ სოროსმა საკუთარი ქონება ბირჟაზე ფინანსური სპეკულაციებით მოიპოვა. 80-იანი წლების ბოლოს სოროსი უკვე ძალიან მდიდარი ადამიანი იყო. შემდგომში თავისი სიმდიდრე მან ოფშორული გარიგებებით გაზარდა, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში განახორციელა, რისი წყალობითაც კიდევ უფრო გაზარდა თავისი სიმდიდრე. ამის შემდეგ „ქველმოქმედებით“ დაკავდა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში თავისი ფონდების მეშვეობით ინვესტიციები განახორციელა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
ორგანიზაციის ვებგვერდზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2019 წელს ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ გასცა 93 გრანტი, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიონ 851 ათასი 075 აშშ დოლარია. თუმცა, ყოველწლიური მოხსენებების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ფონდი „ღია საზოგადოების“ საქართველოს ფილიალის ბიუჯეტმა 4 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ფაქტი მიუთითებს დაახლოებით 2 მილიონ 848 925 აშშ დოლარის დაუდგენელ ხარჯებზე (ბიუჯეტის 60%). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანხების ნაწილი გაიხარჯა ფონდის თანამშრომლების ხელფასსა და ლოგისტიკურ უწყებებზე, ასევე ფორუმების, სემინარებისა და სხვადასხვა შეხვედრების ჩატარებაზე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ კომპანია გამოყოფილი თანხების 60 პროცენტს ხარჯავს არაძირითადი საქმიანობისთვის.
2018-2019 წლებში ორგანიზაციის შტატი დაახლოებით 30 თანამშრომლისგან შედგებოდა. 2019 წელს საქართველოში უცხოური კომპანიების თანამშრომელთა საშუალო ხელფასის ზედა ზღვარმა 1,600 ლარი (500 აშშ დოლარი) შეადგინა თვეში. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომლების საშუალო თვიური ხელფასი 1000 აშშ დოლარია, გამოდის, რომ ორგანიზაციის წლიური ხელფასი უდრის 1000 X 30 სთ. X 12 თვე = 360,000 აშშ დოლარი, რაც ფონდის წლიური ბიუჯეტის 8 პროცენტზე ნაკლებია. ეს ბადებს კითხვას: რაში დაიხარჯა „ღია საზოგადოები“ ბიუჯეტის თითქმის ნახევარი? თუ გადახედავთ შარშანდელი საპროტესტო აქციების რაოდენობასა და მასშტაბებს, ამ კითხვაზე პასუხი სრულებით ნათელია.
93 გრანტიდან 57-ს პოლიტიკური მიმართულება აქვს. ესენია მთავრობისა და ადგილობრივი ჩინოვნიკების საქმიანობის მონიტორინგი, კორუფციის შემთხვევების გამოვლენა, მედიის დაფინანსება და მოსახლეობაში პროევროპული კამპანიის განხორციელება. 57 პოლიტიზებული გრანტების ჯამური თანხა შეადგენს ყველა დაფინანსებული პროექტის 68 პროცენტს – 1 მილიონ 270 ათას 839 აშშ დოლარს. სამწუხაროდ, ფონდის სახსრების მხოლოდ მცირე ნაწილია მიმართული მოსახლეობის სოციალური და საგანმანათლებლო დახმარებისათვის.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯორჯ სოროსმა შეაღწია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ მედიაშიც. მისი ფონდი მართავს ფინანსებს, მედიის მუშაკებს აწვდის გრანტებსა და სხვა სახსრებს – ამიტომაც ქართული მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკაში, ჰომოსექსუალიზმისა და ქვეყნისთვის მავნე სხვა მოვლენების პოპულარიზაციაში.
ორგანიზაციის ვებგვერდზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2019 წელს 429 ათას 993 დოლარი დაიხარჯა მხოლოდ მედიასთან მუშაობისთვის. „ღია საზოგადოების“ ფულით იგეგმებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების “მხარდაჭერა”, როგორიცაა:
– ონლაინ გამოცემა Netgazeti.ge (ორი გრანტი $ 34,000 და 49,071 $);
– კახეთის საინფორმაციო ცენტრი, მთის ამბები (Mountain News) (42 004 აშშ დოლარი);
– ტელეკომპანია “პირველი” ($ 21,210);
– სამხრეთის კარიბჭეს ახალი ამბების პორტალი და რადიო და რეგიონული მედია (34 024 აშშ დოლარი);
– რადიო “ივრისი” (10 870 აშშ დოლარი);
– Livepress (24 963 დოლარი);
– ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა” (8 450 აშშ დოლარი);
– რადიო “HOP” (9 995 აშშ დოლარი);
– ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი “jnews.ge” (13 060 დოლარი);
– რადიო “მოზაიკა” (10 348 აშშ დოლარი);
– შპს „ლიბერალი“ (41 018 აშშ დოლარი);
– ფონდი “ნოოსფერო” (92 000 აშშ დოლარი);
– ვებპორტალი “droa.ge” (25 000 აშშ დოლარი);
– “GuriaNews” კომპიუტერის შესაძენად (850 დოლარი);
– საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ” GYLA” ოპოზიციონერი ჟურნალისტების იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით (41 710 აშშ დოლარი);
– 6 ფილმის მომზადება საქართველოში კორუფციისა და კლანური მმართველობის შესახებ ($ 40,000).
სოროსის ფონდმა კიდევ დაახლოებით 780 ათასი აშშ დოლარი გამოყო პროექტებისთვის, რომელთა ამოცანაა, ხელი შეუწყოს “სახელმწიფო პოლიტიკის ტრანსფორმაციას” სოციალური უფლებების დაცვის სფეროში, შექმნას საზოგადოებრივი აზრი დეცენტრალიზაციის რეფორმების საჭიროებაზე, შეისწავლოს კორუფციის შემთხვევები და მრავალი სხვა.
როდესაც ჯორჯ სოროსისნაირი მოთამაშე ინვესტიციას დებს პროექტებში საქართველოში, მას შეუძლია ერთდროულად მოახდინოს ზეწოლა მთავრობაზე, დააფინანსოს გავლენის აგენტები და წააქეზოს ქუჩის საპროტესტო აქციები. თუმცა, ფონდი „ღია საზოგადოება“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი სპონსორი როდია. არსებობს ფონდები, რომლებიც ათობით მეტ შემოწირულობებს ურიცხავენ იმავე ორგანიზაციებს იმავე პროექტებისთვის …
ავტორი: ზაზა კობიაშვილი
წყარო: saqinform.ge