არიზონაში დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ხმებს შორის სხვაობა შემცირდა

არიზონაში დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ხმებს შორის სხვაობა შემცირდა. განახლებული მონაცემებით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტ, დონადლ ტრამპს 43 570-ხმით უსწრებს.

კანდიდატებს შორის სხვაობა ბოლო მონაცემებთან შედარებით, თითქმის 4 000 ხმით შემცირდა. ამჟამად, არიზონაში, მარიკოპას ოლქში აცხადებენ, რომ ოლქში ჯერ კიდევ 142 000 ხმა არის დასათვლელი. არიზონაში ჯო ბაიდენს ხმების 50, ხოლო დონალდ ტრამპს 48.6 პროცენტი აქვს.