აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი: არჩევნები გაყალბდა! ეს არის ლიბერალური ფარსის დასასრული

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი: არჩევნები გაყალბდა! ეს არის ლიბერალური ისტორიის, ლიბერალური ფარსის დასასრული.
მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვილაპარაკოთ-
ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, ჩვენ არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენს სინადვილეში, არ გვაქვს არჩევანის უფლება.
ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების კოლონია.
(ამის აღიარება არ არის დასაძრახი. როცა პრობლემის არსი იცი, მის აღმოსაფხვრელ გზებსაც ადვილად აგნებ.)
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროცესს, ჩვენთან 30 წელია განსაზღვრავს სწორედ აშშ. ეს ასეა და არანაირად სხვანაირად!!!
ზედმეტია საუაბრი იმაზე, რომ ისინი ჩვენ თანასწორუფლებიან “პარტნიორად” აღგვიქვამენ. დროგამოშვებით, თავიანთი გავლენის აგენტების მეშვეობით, ჩვენ, მოსახლობას გვქიმნიან “ახალ რეალობას”, გვაყენებენ ფაქტის წინაშე. მედია საშუალებები ბოლომდე მათ ინტერესებს ემსახურება. 24 საათი მიდის “შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის” ჩამოყალიბება.
ჩვენ “ბნელებს”, მოგვიგონეს ახალი “გასართობი”- დემოკრატია და ცდილობენ ამ სტანდარტებში ჩაგვაჯინონ. თან ფაქტიურად ყოვლგვარი რეალური ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გარეშე. ერთადერთი მათი ფინასური “დახმარება” გამოიხატება სესხების გაცემაში, რომელსაც უკვე თაობებია ვიხდით და ალბათ არცერთი ჩვენგანი, ვინც დღეს ცოცხალია, მის გადახდას ვერ მოესწრება.
მაგრამ ჰოი საოცრებავ- ეს ჩვენი ახალი “გასართობი”- დემოკრატია, სრული ფარსი აღმოჩნდა. თურმე არანაირი დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ლიბერალური წესრიგი, პროგრესული საზოგადოება, თვით ამერიკაში არ არსებობს და ეს მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ხერხები და საშუალებებია.
ათასწლოვან ცივილიზაციას, კულტურას-თვითონ დაგვიწერეს კონსტიტუცია, მოგვიგონეს არჩევნები, შეგვიქმნეს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კანონები, მაგრამ როცა მათ ინტერესებს სჭირდება, არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
2003 წელს, 30000 ადამიანი შეკრიბეს რუსთაველზე და დანარჩენ საქართველოს ტელევიზორიდან აყურებინეს, როგორ დადგა საქართველოში “ახალი რეალობა”. აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემის, კანონების, დამკვირვებლების და ა.შ. ჩატარებულ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარია ვიღაცეებმა, სადღაც ზემოთ, ერთმანეთში დაალაგეს.
2012-ში გამოაჩინეს ბიძინა, უმთავრესი დაპირებით- მოქმედი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ხალხმა სწორედ ამ “დაპირებას” მისცა ხმა, მაგრამ არჩევნების მერე დღესვე გაისმა სიტყვა -“კოჰაბიტაცია” და მთელმა საარჩევნო პროცესმა დაკარგა შინაარსი. ისევ “ახალი რეალობა”. თან არც დაუმალავს ბიძინას, რომ ეს “დასავლეთის ზეწოლით” მოხდა.
ბოლო 8 წელია, ისევ “ახალი რეალობის” წინაშე გვაყენებენ- სახეცვლილი ნაცები, მობოდიშე მიჰა, ეკლესიის ფონზე მოპოზიორე ბოკერია, წვრილმანი დანაშაულისადმი ნულოვანი ტოლერანტობის მქადაგებელი ხელისუფლების პოლიტსაბჭოს წევრი- ჯაფარას ლიბერტარიანობა, მევახშეობის “მოწინააღმდეგე”, ყველაზე დიდი მევახშე საქართველოს ისტორიაში. მოკლედ რიტორიკა იგივე, იდეოლოგია იგივე, საგარეო პოლიტიკა იგივე, ეკონომიკა იგივე და რაც მთავარია პოლიტიკური სპექტრი იგივე. ხელოვნურად შეკოწიწებული და ერთად შეყრილი.
რაც შეეხება არსებულ პოლიტიკური სპექტრს, რომელიც 30 წელია პოლიტიკურ ავანსცენაზე ტივტივებს- ფაქტიურად ყველა მათგანი მონაწილეობდა იმ საარჩევნო სისტემის შექმნაში, რომელიც გვაქვს და დროგამოშვებით, სწორედ ისინი აყენებნ ეჭვქვეშ იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც მათი ხელითაა შექმნილი და ხალხი რატომ უნდა ედოს საერთოდ ამ სისტემას!? თუ შენ, შენს მიერ შექმნილ სისტემას უცხადებ უნდობლობას, მე შენ რატომ უნდა გენდო?! ამ ამ სისტემას რატომ უნდა ვცე პატივი, თუ შენ, მისი შემქმნელი არ სცემ პატივს?!
ახლაც, საერთოდ არ გამივკირდება, რომ ხელოვნურად შექმნან “კრიზისი”, მორიგი “რევოლუცია”, ბიძინამ წავედიო და მორჩა. კობახა ან მდინარაძეს რომ არავინ არაფერს არ კითხავს, ისედაც ნათელია. და ისევ დაგვაყენონ “ახალი რეალობის” წინაშე, ანუ ე.წ. “კოალიციური მთავრობა”, რა თქმა უნდა მხოლოდ მათი ინტერესების გამტარებელი.
სრული ეს პერიოდი, რაშიც გვაცხოვრებენ 30 წელია არის სიყალბე და ფარსი. ეს არის მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი რეალობა, რომელშიც ხალხის რეალურ ნებას, რეალურ საჭიროებას, არანაირი მნშვნელობა არა აქვს. პერიოდულად, ჩვენ უბრალოდ იძულებულს გვხდიან შევეგუოთ ახალ რეალობას.
ყველაზე გულისამრევი ისაა, რომ მორალურ-ზნეობრივ, მდგენელებსაც ისინი გვისაზღვრავენ- მათი პრეზიდენტი კლინტონი, თანამშრომელ ქალთან ინტიმური ურთიერთობის გამო, კინაღამ პრეზიდენტობიდან გადააყენეს, ჩვენს პრეზიდენტს კი საჯაროდ ათქმევინეს, თუ როგორი “მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება” აქვს.
ასე რომ დავიმახსოვოროთ ერთხელ და სამუდამოდ- არანაირი არჩევანის უფლება ჩვენ არ გვავქს და არანაირი დემოკრატიული პრინციები არ არსებობს, თვით ამერიკაშიც კი.
გამოსავალი?!
რთული სათქმელია!
ალბათ ამ ხელვონურად შექმნილი რეალობის სრულად გაცნობიერება და ტრადიციული, ისტორიული, მორალურ-ზნეობირივი მდგენელიებისადმი დაბრუნება.
პ.ს. კიდევ ერთი ფაქტი- არცერთი ის პოლიტიკური აქტორი, რომელიც ტივტივებს, უფრო სწორად ატივტივებენ, ხმას არ იღებს არც დეპუტატის გამოწვევის პრინციპზე, არც იმუნიტეტის გაუქმებაზე, არც ე.წ. პირდაპირ დემოკრატიაზე ანუ ხშირ რეფერენდუმებზე და რატომ?!
                                                                                                      რევაზ კილასონია