დადგება დრო ექიმებიც გამოვიფიტებით

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, უკვე რვა თქვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საშუალება:

“თუ ისევე გავაგრძელებთ, როგორც დღემდე ვიქცევით, ამას არათუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, წარმატებული ჯანდაცვის სისტემებიც განიცდის ასეთ შემთხვევაში რღვევას, ამიტომ ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ რეკომენდაციები.

ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო ჩვენც გამოვიფიტებით. დამერწმუნება ყველა, რომ თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცი ვართ, თითოეული სიცოცხლის გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ მასიურად არ დაიცვა ჩვენმა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუძლებს,

დიდი თხოვნა იქნება, დავიცვათ ელემენტარული ნორმები და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია დაავადებულთა რაოდენობასთან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

“რეზონანსი”