“ეს შობელძაღლი ვეღარ გარკვეულა და სადაც თოფი გავარდება იქით გარბისო….”

მერაბ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

რთველის წინ მიხო ვენახების ზედამხედველად და ღამის ყარაულად დანიშნა კოლექტივის თავმჯდომარემ როცა ყურძენი სიმწიფეში შევიდა. რთველის დამთავრებამდე მინიმუმ თვენახევარი იყო და მარომ გაუპროტესტა. ხანდახან ჩემი თავი რომ მოუნდება,სანამ სახლში ამოვა სიქაგაცლილია და არაფრის თავი აღარ ექნებაო. მიხომაც დაუდასტურა,მასეაო. თავმჯდომარემ უთხრა,თოფი ხომ გაქვს,როცა რამე მოგინდებათ,თოფი გაისროლე,შენ ვენახებიდან გაიქეცი,თოფის სროლაზე ის კი სახლიდან გამოიქცევა,შუა გზაზე შეხვდებით,არც ძალიან დაღლილები იქნებით და რაც გინდათ ის აკეთეთო. გავიდა დრო,გაქანებული რთველი მიდის,თავმჯდომარე ვენახებშია გამოსული,მიხოს შეხვდა და ჰკითხა,როგორაა საქმეო. ეეჰ ამხანაგო თავმჯდომარევ,თავიდან ყველაფერი იგრე იყო როგორ ამბობდი,მაგრამ რაც ნადირობის სეზონი დაიწყო( ემთხვევა კახეთში ნადირობის სეზონის დაწყება და რთველი)ეს შობელძაღლი ვეღარ გარკვეულა და სადაც თოფი გავარდება იქით გარბისო….მოკლედ ამის თქმა მინდა ამით,თუ სადმე გზაკვალ აბნეული ნაცია, და აქციას ვერ გებულობს სადაა,საიდანაც სიგნალების ხმას გაიგებს,თუნდაც მექორწილეებისას(თუ არიან კიდევ ასეთები)იქით გაქანდებიან.