ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. რევოლუციური სცენარის სათავეში მდგომი და მონაწილე პირები დაასახელა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხეს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
კობახიძე გამოიკითხა მის მიერ გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოვლენათა განვითარების ე.წ. რევოლუციურ სცენარს ეხებოდა.
„ვიმყოფებოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, იმ ინფორმაციასთან დაკავშრებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე. ჩემი განცხადება უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მან სუს-ში ინფორმაციის წყარო და შინაარსი დაასახელა. ასევე წარადგინა კონკრეტული ადამიანების სიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. რევოლუციურ სცენარში.
„ჩვენ ვთქვით, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები, რომლებშიც შედიან ყოფილი ძალოვნები, მათ ასევე ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომლებიც არჩევნების დღესაც გამოჩდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
© SPUTNIK / ALEXANDER IMEDASHVILI
მისი განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური ძალები არჩევნების დღეებში რევოლუციური და დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებოდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, სცენარის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას, ამ კუთხით კი მოქმედებდნენ დევი ჭანკვეტაძე, დიმიტრი შაშკინი და სხვები.
კობახიძეს ჟურნალისტებთან ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია. მან აღნიშნა, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდა.
ჩხუბი, ინციდენტები და პირველი შედეგები: როგორ ჩაიარა არჩევნებმა საქართველოში >>
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანთან შეიარაღებული ადამიანები დააფიქსირეს.
“სპუტნიკი”