იტალიის რამდენიმე რეგიონში კარანტინი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Gardian ავრცელებს.
მედიის ცნობით, კარანტინი ცხადდება ქვეყნის 5 რეგიონში, რომლებიც „წითელ ზონად“ გამოცხადდა.
შეზღუდვების ფარგლებში დაიხურება ისეთი ბიზნეს დაწესებულებები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის არ არის.
ცნობისთვის, იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 824 879 შემთხვევა, მათგან 312 339 გამოჯანმრთელდა, 40 192 კი გარდაიცვალა.
წყარო: ghn.ge