კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია.

 საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 423. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3094, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 618 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2438 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

“სპუტნიკი”