აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ ეტაპზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები გამორიცხულია.
-„მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან ბევრი შეხვედრა მქონდა, თუმცა ეს შეხვედრები უსარგებლო და უშედეგო იყო. როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, აცხადებდა, – ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზად იყო, შემდეგ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის შესაფერხებლად. ამიტომაც, ამ ეტაპზე მასთან შეხვედრას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, მოლაპარაკებისთვის სწორი ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იქნება“, –განაცხადა ილჰამ ალიევმა ესპანურ სააგენტო EFE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.