,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავლაბრის მეტროდან ავოტოკოლონებით მსვლელობას მართავენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან. აქტივისტები საავტომობილო კოლონებით მსვლელობას ოთხ ლოკაციაზე გამართავენ.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესო გაზდელიანმა განაცხადა, დღევანდელი მსვლელობით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ,,გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს”.
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
“ინტერპრესნიუსი”