ჯანდაცვის მინისტრისა და კოვიდკლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოვიდის მართვის პროცესში შეტანილი სიახლეების შესახებ გახდა ცნობილი. ხელისუფლების ინფორმაციით, უკვე ამოქმედდა 57 ონლაინ კლინიკა რომლებიც ბინაზე მყოფ პაციენტებს მართავენ.
პამდემიის მართვის პროცესში შეტანილი ცვლილებები კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულ პაციენტებზეც ვრცელდება
“არის ქვეყნის მასშტაბით ემერჯენს ცენტრები სადაც მოხდება ამ პაციენტების კლინიკური კვლევები და ამ კვლევების შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ ადგილზე დარჩნენ და ამით ჩვენ შევეცდებით, რომ ჰოსპიტალიზაციის და განსაკუთრებით არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის რიცხვი შევამციროთ,
სიმპტომიანი პაციენტების მართვას უკვე დაიწყებს ქვეყნის მასშტაბით ყველა ოჯახის ექიმი და სოფლის ექიმი. რაც შეეხება ონლაინ კლინიკებს, მობილიზებულია, დატრენინგებულია რომ კოვიდპაციენტები მართონ და ისინი იქნებიან უშუალოდ კოვიდდადებით პაციენტებზე,” – აცხადებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.
“რუსთავი2”