ანა დოლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში შოთის პურით მივიდა

დღეს სასამართლოს მოძრაობა “ხალხისთვის” თავმჯდომარის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის ანა დოლიძის სარჩელს განიხილავს.

 

ანა დოლიძე სასამართლოში შოთის პურით მივიდა.

“დღეს აქ არის წამოღებული 11 საჩივარი, რომელთაგანაც არც ერთი არ დაგვიკმაყოფილა საოლქო კომისიამ. ორშაბათს წამოვა მეორე ნაწილი, 40-ზე საჩივარი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, 80% დიდუბე-ჩუღურეთის უბნების, არის გაყალბებული. 80%-ში არ ჯამდება ოქმები. საოლქომ ვერ გაბედა და ვერც ერთი ყუთი ვერ გაგვიხსნა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ იქიდან ისეთი ჭუჭყი ამოვა, რომელიც ამ ქვეყანას წალეკავს. საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

“აიპრესი”