ათიათასობის უკანონო ხმა ჩაითვალა, რამაც პენსილვანიასა და სხვა შტატებში, სადაც განსხვავება ძალიან მცირე იყო, შედეგები შეცვალა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცედურებზე დამკვირვებლები განზრახ არ დაუშვეს.

მისივე განცხადებით, პენსილვანიასა და სხვა შტატებში ათიათასობით უკანონო ხმამ არჩევნების შედეგები შეცვალა.

„არჩევნების დღეს, სამშაბათს,საღამოს 8 საათის შემდეგ, ათიათასობის უკანონო ხმა ჩაითვალა, რამაც პენსილვანიასა და სხვა შტატებში, სადაც განსხვავება ძალიან მცირე იყო, შედეგები შეცვალა. ამასთან, უკანონოდ არ დაუშვეს ასიათასობით ხმის მიღებაზე დაკვირვების განხორციელება. ეს შეცვლიდა არჩევნების შედეგებს ძალიან ბევრ შტატში, მათ შორის პენსილვანიაშიც, სადაც არჩევნების ღამეს ყველას ეგონა, რომ მარტივად მოვიგებდით, თუმცა მოგვიანებით ეს განსხვავება გაქრა. ძალიან დიდი ხხნის განმავლობაში დაკვირვების საშუალება არავის მისცეს. ამ დროს ძალიან ცუდი ვითარება იყო, რომლითაც კანონიერი გამჭვირვალობა ბოროტად და უხეშად შეიზღუდა. ტრაქტორები ბლოკავდნენ კარებს, ფანჯრები სქელი კარდონით იყო დაფარული რათა დამკვირვებლებს არ დაენახათ, რა ხდებოდა შიგნით. შიგნით ცუდი ვითარება იყო, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.