თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ერდოღანის განკარგულებით, თურქეთის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტს ნაჯი აგბალი დაიკავებს, რომელიც მანამდე თურქეთის ფინანსთა მინისტრად მუშაობდა.
ცნობისთვის, თურქული ლირა დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
დღეს 7 ნოემბერს, ერთი დოლარის შეძენა 8,49 თურქულ ლირად არის შესაძლებელი.
წყარო: ptn.ge