COVID-19-ის მორიგი ანტირეკორდი – ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2859- ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 54 852-ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3 015 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 489. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 599 ადამიანი.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.
“რუსთავი2”