ჯერჯერობით გამარჯვებისთვის საკმარისი ხმები არ მოგვიპოვებია, თუმცა ყველასათვის ნათელია, რომ არჩევნებში ჩვენ ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა დელავერის ქალაქ უილმინგტონში გამოსვლისას განაცხადა.
„გამარჯვების გამოცხადებამდე ჯერ ადრეა, თუმცა რიცხვები აჩვენებს, რომ ის უკვე გარდაუვალია. ჩვენ ამ ბრძოლას ვიგებთ. 24 საათის წინ ჩვენ ვაგებდით ჯორჯიასა და პენსილვანიას, ახლა კი წინ ვართ და ამ შტატებში გავიმარჯვებთ. ასევე ვიგებთ არიზონას, ნევადას. სხვათა შორის, ნევადაში ჩვენი უპირატესობა ორჯერ გაიზარდა. ამომრჩეველთა კოლეგიის 300-ზე მეტი ხმის მიღება შეგვიძლია. ამ რბოლას ჩვენ პირწმინდად მოვიგებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ტელეკომპანია CNN-ის მონაცემებით, ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის წევრთა 213 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს – 253. ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ალასკის, არიზონის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და პენსილვანიის შტატებში.
გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ მცირე, 270 ხმას მოიპოვებს.