ქვეყანას აშკარად ყაჩაღები და ლიბერასტ უწიგნური-ბნელები მართავენ

                                — მეცენატი დრამატურგი —
ქოცნაცური პოლიტ-სპექტაკლი მძიმდება. იწყება სცენარით გათვალისწინებული კორონას გააქტიურების სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ყველა ღია ცის ქვეშ გამოსულმა ნიღაბი უნდა ატაროს და ღამით ქუჩაში არ გავიდეს კარანტინის გამო.
თურმე კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და ღამის სიბნელეში უფრო გადამდებია. ამიტომ გახარია-იმნაძე-გამყრელიძე-ცინცაძე ისევ იგივე როლში რჩებიან და ხალხის დაშინებას აგრძელებენ სცენარის მიხედვით. ნაცები, ბურჯანები და გირჩები რუსთაველზე ქმნიან დაძაბულობას, რომ მთავრობას მართლა გამწარებული ხალხი არ გამოუვარდეს და ცხვირიდან ძმარი არ ადინოს. ამ გამთამაშებლებს თარხან ბიძგვოს მოურავი ეხმარება და აქციების გადატანას ქუთაისში გეგმავს. არადა ამ ,,ორთქლის გამოსასვებ” სპექტაკლ-აქციებშია ჩართული მთელი საზოგადოება და მედიის მეშვეობით მონაწილეობს ამ აბსურდში რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. მასში ჩართულია ყველა ადამიანის, ოჯახის ნერვები, ემიგრაციის ცრუ იმედები და მიამიტი ადამიანების მოტყუებული მოლოდინები. ცოტაა უკვე ისეთი ქართველი რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, გაკვრით თუ ახლო შეხებით არ იყოს გარეული ბიძგვინ – ლიბერ სპექტაკლში რადგან ესაა დღევანდელი საქართველო ყოველდღიურობა. უთავმოყვარო და მონა-კოლონიის ავტორმა ხელისუფალმა სხვა რა უნდა უთხრან ხალხს გარდა სპექტაკლებით თვალის ახვევისა? ამიტომაც ხარჯავენ ტელემედიაში და პოლიტიკაში მთელ ჩვენ ბიუჯეტს, (საზმაუწყებლის ბიუჯეტი 55 მილიონიდან 75 მილიონამდე გაიზარდა მონა მედიის შესანახად) რომ სპექტაკლით დაკავებულ ქართველობას აღარც ახსოვდეს, რომ ქვეყანას აშკარად ყაჩაღები და ლიბერასტ უწიგნური-ბნელები მართავენ. აღარც იმის უნდა ჯეროდეს ქართველობას რომ ამ წუმპედან ოდესმე ამოვა ქვეყანა. ესაა ბიძგვინ-პიესების მიზანი..
P.S. აჯობებს დღეიდან ბიძგვინა მეცენატების გარდა, დიიდი დრამატურგების გვერდითაც მოვიხსენიოთ ხოლმე. აშკარად ეკუთვნის ქართველების გამომტვინებელი სცენარებისთვის
                                                                                       გურამ ქართველიშვილი