გმირი ქმნის ისტორიას! და საპირისპირო აზრი, – მცდარია.
და დღე, 7 ნოემბერი , როცა ზუსტად 300 წლის წინ გმირი დაიბადა, დასაწყისი იყო დიდი ისტორიის.
დიდი ომები, დიდი სისხლი, დიდი ერთგულება და დიდი ღალატი არ უკვირს ისტორიას, მაგრამ ალბათ ისტორიასაც კი არ ახსოვს ასეთი გმირი, ერთდროულად ასეთი უმწეოც რომ ყოფილიყო, და ისევ და ისევ იმ ყველაზე დიდი მტრის წინაშე ქართველს ჰყავდა საუკუნეების განმავლობაში და ჰყავს დღემდე..
“თურქთა წინააღმდეგ ომს გამოვაცხადებო..
სპარსეთისგან თავისუფალი ვარო, მაგრამ შიიტების გამუდმებულმა შემოტევებმა გამწყვიტაო წელში.
გადამწყვეტი ბრძოლისთვის ავსტრიის იმპერატორისგან ვითხოვო ორ შენაერთს, ორს – საფრანგეთისგან, ერთს- სარდინიისგან, ერთს – ვენეციისგან, ჯარის სახით.
ვითხოვო, ასევე, პაპის შუამავლობას ზემოხსენებულ ხელისუფლებთანო.
სანაცვლოდ ამ მეფეებსა და მთელ დასავლეთს ვპირდებიო ჩემს სამსახურს“.
ვპირდებიო, ვპირდებიო..
ეს წერილი მეფე ერეკლემ რომის პაპს 1783 წლის 19 მარტს დაუწერა.
სამიოდე თვის მერე კი, 1783 წლის 24 ივლისს გიორგიევსკის ტრაქტატს დაურთო თავისი ხელწერა.
აცხონოს ღმერთმა მეფე ერეკლეს სული და მის გასვენებაში რაც ხალხი იყო, მის სიცოცხლეში რო ამოდგომოდა გვერდით, არ დაურჩებოდა მეფე ერეკლეს სამათხოვროდ საქმე.
და სულ სხვანაირად გაგრძელდებოდა საქართველოს ისტორიაც.
რა უნდა თქვა მართლაც..
მეფე ერეკლე კი გარდაიცვალა , მაგრამ მის გასვენებაში მოსეირნე ათიათასი მხედარი ცოცხალია დღესაც.
შენ გვაპატიე, მეფეო..
შენი ნაომარი, და დაქცეული სისხლი დავიწყების მდინარეს რო გავატანეთ,
გავატანეთ, რადგან
რა თურქი, რა სპარსი, რა არაბი, რა რუსი,
ქართველზე მეტი მტერი დღესაც არა ჰყავს ქართველს.
..
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია “
გუჯა ბიძია