სინოპტიკოსების ცნობით, 7 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი. მაღალ მთაში თოვლს ელოდებიან.
მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ასეთია:
თბილისი ღამით +11° და წვიმა, დღისით +14° და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სოხუმი ღამით +14°, დღისით +14°. იწვიმებს როგორც ღამით, ისე დღისით
ბათუმი ღამით +12°, დღისით +14°. მოსალოდნელია წვიმა.
ფოთი ღამით +12°, დღისით +16°. იწვიმებს დღისით და ღამით
ზუგდიდი ღამით +10°, დღისით კი +16°. მოსალოდნელია წვიმა
ქუთაისი ღამით +12°, დღისით +17° და წვიმაა ნავარაუდევი
მესტია ღამით +0° და დღისით +4° და თოვლია მოსალოდნელი
ბორჯომი ღამით +5°, დღისით კი +10° და წვიმაა ნავარაუდევი
ახალციხე ღამით +4° იქნება, დღისით კი +10° და იწვიმებს
ცხინვალი ღამით +9°, დღისით +13° და წვიმა იქნება
რუსთავი ღამით +12°, დღისით +15°. იწვიმებს ღამით, დღისით უნალექო ამინდი შენარჩუნდება
თელავი ღამით ტემპერატურა +8°, დღისით +16° ღამით წვიმა, დღე უნალექოდ ჩაივლის
ლაგოდეხი ღამით +12°, დღისით +18°, ღამით წვიმაა მოსალოდნელი
სიღნაღი ღამით +11°, დღისით კი +17°. ღამით წვიმა, დღე უმეტესად უნალექოდ
ცაგერი ღამით +8°, დღისით კი +13°. იწვიმებს ღამით
ბახმარო ჰაერის ტემპერატურა ღამით +1° იქნება, დღისით კი +1° იქნება და მოთოვს
წყარო: report.ge