მას შემდეგ, რაც სკანდალური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ამჟამინდელი მთავრობა სულ მეტად ახდენს “კოვიდ”-თემის ინსტრუმენტალიზაციას. დაწესდა “ღია სივრცეში” ცხვირ-პირზე აფარებული ჭინჭის ტარების აუცილებლობა, რომელსაც “პირბადე” დაარქვეს. ახლა კი გადაადგილებაზე შეზღუდვა წესდება.
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფიზიკური პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეიზღუდება კომენდანტის საათი არ არის.
„ჩვენ კანონმდებლობით უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 ათასი ლარი“, – განაცხადა მეპინგვინე ბიძინას ჩაკურატებულმა ფავორიტკამ.
რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ, როდესაც კანონს იხმობ და უკანონობას სჩადიხარ და განმკითხავი არავინაა?!
საკომენდანტო საათი 9 ნოემბრიდან არის დაწესებული. ადამიანების ბუნებრივ იმუნიტეტზე წელს უკვე მეორედ და უფრო მძლავრად ხორციელდება აგრესიული შეტევა. როდემდე გაგრძელდება ეს უმსგავსობა, გადაგვარებული ევროპა-ამერიკის წამხედურობით, არავინ უწყის, მათ შორის, არც “ბიძინამ”.