ამ ბოლო 30 წელიწადმა ცხადყო, რომ აშშ ცალსახა ბოროტებაა ჩვენთვის- გურამ ქართველიშვილი

                                — ბ ო რ ო ტ ე ბ ა —

ამერიკის სახე საქართველოში არა მხოლოდ მისი საელჩოა, არამედ ეს სალახანა-იუდათა ხელისუფლებებიც მისივე სახეა და მის სპეცსამსახურებში გამოჩორკნილი ხალხითაა დაკომპლექტებული.

 

ხოლო ამერიკის ე.წ. ,,სტრატეგიული პარტნიორობის” პირდაპირი შედეგები საქართველოს დასუსტებულ და დამცირებულ სახელმწოფოზეა ასახული მთელი სიმწარით.

ვინ იკვებება დღეს საქართველოში აშშ-ს მსუყე ძუძუთი და რას იტყვიან ჩემზე ასეთი ,,ცხიმიანები” ნაკლებად მადარდებს. ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი, რაც ამ ბოლო 30 წელიწადმა ცხადყო, რომ აშშ ცალსახა ბოროტებაა ჩვენთვის, რომელიც თუ არ შევაჩერეთ ან რამე ძალამ არ ალაგმა კავკასიიდან საქართველოსგან მხოლოდ სახელს დატოვებს და ისიც დროებით.

როგორც ისტორიკოსი კი ვიტყვი, რომ — ირანის, ოსმალეთის და რუსეთის იმპერიების ბატონობას, ერთად აღებულს 500 წლის მანძილზე არ მიუყვანია საქართველო (როგორც ქართული სახელმწიფო) სიკვდილის პირას, ისე როგორც ეს აშშ-ს იმპერიამ ჩაიდინა, 30 წლის განმავლობაში, თავისი მიზანმიმართული ანტიქართული პოლიტიკით.

დღეს შეიძლება ამაზე არაპოპულარული და სახიფათოც იყოს საუბარი, მაგრამ ქართველობა სულ მალე მიხვდება ამას. სიღატაკე, სისხლის ღვრა და სახელმწიფოებრივად უფრო მეტი დაცემები აუცილებლად მიახვედრებს იმას რაც ამ მოკლე წერილში წერია და რაზეც დღეს ასე იბზუებს ერი ცხვირს.

დეგრადაციის თესვას ხომ უარესი დეგრადაცია მოყვება. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. არადა რომელიმე დარგი მაჩვენეთ განვითარებული ჩვენში რაც აშშ-ს უთავმოყვარო კოლონიად ვიქეცით. ძველი გაგვინადგურა, ხოლო ახალი რაც დანერგა ისეთი მდარეა, რომ ვერავითარ ობიექტურ კრიტიკას ვერ უძლებს. (ამ სტატიიდან აზრს დოლარმადიდებლები ვერ გამოიტანენ და აჯობებს სხვაგან გაერთონ)
გ.ქ.

გურამ ქართველიშვილი