მივდივართ ცესკოსთან, ან გამოვლენ იქიდან ან ამოიგუდებიან შენობაში – გიგი უგულავა

მისი თქმით, ისინი მანამდე აპირებენ ცესკოსთან დაბანაკებას, სანამ თამარ ჟვანია და მისი გუნდი არ დატოვებს თანამდებობას.

„ადამინს, რომელმაც უნდა გააფორმოს ჩვენი ხმების ქურდობა, არ უნდა შერჩეს. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და დაუღალავები. ის ქაჯეთის და სიყალბის ციხე, უნდა აგურ-აგურ სიმბოლურად დაიშალოს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავის აღარ ჰქონდეს ცდუნება, მოიპაროს ის რაც ყველაზე სანუკვარია.

ჩვენ ვიქნებით ცესკოსთან მანამ, სანამ არ გადადგება თამარ ჟვანია და მთელი მისი შემადგენლობა. მეორე, ვნახავთ როგორ ჩაატარებთ მეორე ტურებს, როდესაც ხალხი გამოვა პროსპექტებზე და იტყვის არას!

დაბოლოს, ნახავთ აქ, იმ 90 პატიოსან გვამს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ ჰქვიათ, როგორ შევლენ პარლამენტში. და თუ შევლენ, მათ მოუწევთ ცოცხალი ადამიანებზე გადაბიჯება.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლიდერებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს:

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.

ასევე ლიდერებმა იმ მსჯავრდებულების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. ამ მოთხოვნების შესასრულებლად მათ ხელისუფლებას დრო საღამოს 8 საათამდე მისცეს.