საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ის Twitter-ში წერს.
„საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ულოცავს და როგორც აშშ-ის ისტორიაში პირველ ვიცე-პრეზიდენტ ქალს, წარმატებას უსურვებს.