საქართველოში მოიპარეს არჩევნები, მოიპარეს ხმების 20-დან 25%-მდე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა УКРАIНА 24-ის ეთერში განაცხდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ასეთი დონის ფალსიფიკაცია უპრეცედენტოა.
„თავიდან თქვეს, რომ ოპოზიციამ მოიგო. შემდეგ ცესკოში ეს ოქმები გადაწერეს და მან დაწერა ის, რაც დაწერა. ამას არავინ შეეგუება. ყველა პარტია გაერთიანდა. ყველაზე პატარებმაც კი უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ამბობენ, რომ არ მიიღებენ ამის ლეგალიზაციაში მონაწილეობას. საუკუნის ხმის ქურდობაა და ხალხი აპროტესტებს ამას, როგორც თავის დროზე სომხეთში, როგორც ახლა ბელარუსში, როგორც უკრაინაში. ასე იქნება საქართველოშიც.