რუსეთი vs ამერიკა(დასავლეთი)
აქამდე, ამერიკის გავლენის აგენტები(30 წლიანი ქართველი პოლიტიკოსები) გვამუნათებდნენ, რომ:
“დასავლეთი არის პროგრესი”,
“ამერიკა დემოკრატიის სამშობლოა”,
” დასავლურ დემოკრატიას, მოყვება ეკონომიკური კეთილდღეობა”
“ევრო კავშირში მიგვიღებენ” და ა.შ.
რუსეთზე კი:
“რუსეთი სიბნელეა”,
“რუსეთი არადემოკრატიულია”,
“რუსეთი მოძალადეა”,
“მართალია, დალაგებული ურთიერთობები რუსეთთან, გაცილებით მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანდა, მაგრამ დასავლურ დემოკრატიას აქვს თავისი ფასი, ამიტომაც რუსეთის საპირწონედ, დასავლეთის სასარგებლოდ და ქართველი ხალხის ხარჯზე, ვიხდით მის ფასს” და ა.შ.
მაგრამ, ოოო რა მძიმედ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა- 07.11.2020 ლიბერალურმა, გლობალურმა მედიამ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ამერიკაში “დანიშნა” პრეზიდენტი, მაშინ როცა პროცესის დასრულებამდე, ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა.
თურმე ნუ იტყვი და
“კანონის უზენაესობა”,
“გამოხატვის თავისუფლება”,
“ადამიანის უფლებები”-იაფფასიანი ლიბერალური ბოდვები აღმოჩნდა და თურმე არც
დასავლეთია პროგრესი,
არც ამერიკაა დემოკრატიის სამშობლო,
როგორც ვხედავთ-არც დემოკრატიას მოჰყოლია კეთილდღეობა(თუ არ გვჯერა ჩვენი საბანკო ანგარიშები შევამოწმოთ)) და
ჩვენ მიგვიღებენ კი არა, ინგლისმაც კი დატოვა ევროკავშირი.
რაც შეეხება რუსეთს, კაი ბატონო-სიბნელეა, არც დემოკრატოულია და ძალადობის ხარისხითაც ამერიკას აშკარად ჩამოუვარდება. შედარებისთვის- ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის მიერ წარმოებულ ომებში, 1,5 მილიონი მარტო არაბია განადგურებულ/ლიკვიდირებული ანუ ამერიკამ, მისი უმთავრესი მორალური უპირატესობა რუსეთთან მიმართებით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის დემოკრატიული ქვეყანაა- დ ა კ ა რ გ ა.
ხოდა ეს მამაძალი, თუ ორივე არადემოკრატიულია და მეორესთან ურთიერთობის დალაგებით, თუ უფრო მეტი შანსი გვაქვს ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად, რა ჭირი გვადგას, რომ ამაზე უარი ვთქვათ?
სხვათა შორის, ეს ბევრჯერ მითქვამს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღებიც, მოსკოვში დევს და არა ვაშინგტონში.
პ.ს. მე აქ ხალხს მივმართავ, რომელიც 30 წელია მეშჩანი პოლიტიკოსების მანიპულაციის ქვეშ სულს ღაფავს, თორემ, მამაძაღლ, ხელფასიან “პატრიოტებთან” რა საერთო მაქვს.
პ.ს.ს. “აუუ ხოოო, სუ დამავიწყდაა-ლუშეთი ოკუპანწიაა, პუტინო ჭადიიი.
რევაზ კილასონია