38 რესპუბლიკელი კონგრესმენი აშშ-ს გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს მიმართავს მოთხოვნით, გამოიძიოს არჩევნებზე მომხდარი სისტემური დარღვევები და გაყალბების ფაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესს თითოეული შტატი ცალკე უწევს ადმინისტრირებას, არჩევნები ფედერალური ხასიათისაა და გენერალურ პროკურორს და მთლიანად იუსტიციის დეპარტამენტს უფლება აქვს ჩაერიოს და დაიწყოს გამოძიება.
ამერიკის კანონებით, გენერალური პროკურორი ვერ ჩაერევა საარჩევნო პროცესის გამოძიებაში არჩევნების ჩატარებიდან 10 დღის განმავლობაში. ეს ვადა 14 ნოემბერს იწურება. სწორედ ამ დღეს არის დანიშნული ვაშინგტონში ტრამპის მომხრეების მილიონიანი მარში.
მცოდნე ხალხი ამბობს, რომ დედაქალაქში ელიტარული ბიუროკრატია ნერვიულობს და არ იცის ვისზე გააკეთოს ფსონი. ამერიკულ სოციალურ ქსელებში კი ვირუსივით ვრცელდება ტრამპის პოსტერი წარწერით: “როგორ მოგწონთ შოუ?”. ეს ყველაფერი კი უკვე გეგმას გავს. ? თქვენ რას ფიქრობთ?
P.S. მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ტარდება ტრამპის მომხრეთა დემონსტრაციები.
ირაკლი გოგავა