ჯო ბაიდენი პირბადეების სავალდებულო ტარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ამერიკული მედია არჩეული პრეზიდენტის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი უახლოეს ხანებში პირბადეების ტარების სავალდებულოდ გამოცხადებას შტატების გუბერნატორებს სთხოვს, იმ შემთხვევაში კი, თუ მათგან უარს მიიღებს, ანალოგიური თხოვნით ქალაქების მერებს მიმართავს.
აშშ კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
“იმედინიუსი”