„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „იმედის“ ჟურნალისტს რუსა შელიას თავს დაესხა.
ჟურნალისტი უგულავასთან ცესკოსთან გამართული აქციის შემდეგ მივიდა და ოპოზიციის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა, რა დროსაც უგულავა მას სიტყვიერად დაუპირისპირდა.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა შელია გარეჯის საქმეზე ორი პირის დაკავებაში დაადანაშაულა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
“იმედინიუსი’