კობახიძე ივანიშვილის კლოუნებს შორისაც კი, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერებზე სამართლებრივ დევნას, ბოკერიამ აღნშნა, რომ ამ ნერვოტული რეჟიმის პირობებში ის არაფერს არ გამორიცხავს.

ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადებები არის გამოხატულება ივანიშვილის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების საზოგადოების მიმართ.

“არაფერს არ გამოვრიცხავ ამ ნერვოტული რეჟიმის პირობებში. არც პროგნოზებს არ გავაკეთებ. კობახიძე, ივანიშვილის კლოუნებს შორისაც გამორჩეულია, რამოდენიმეა ერთმანეთთან კონკურენციაში სამარცხვინოობის თვალსაზრისით.

მისი განცხადებები არის გამოხატულება თვითონ ივანიშვილის პერსონალური ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების საზოგადოების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი ძირი იმ კრიზისის, რაშიც შევიდა ქვეყანა ამ არჩევნების გაყალბების შედეგად” – განაცხადა ბოკერიამ.

წყარო: ptn.ge