სანდრა რულოვსის განცხადება – “მე საქართველოში ველოდები მიშას ის აქ ჩამოდის… 17 ნოემბერს და ჩვენი ქორწინების 27 წლისთავს ზუსტად საქართველოში გადავიხდით”…
სანდრა რულოვსის განცხადება – “მე საქართველოში ველოდები მიშას ის ჩამოდის… 17 ნოემბერსქორწინების 27 წლისთავს საქართველოში გადავიხდით”… რათქმაუნდა მე საქართველოში ველოდები მიშას ის აუცილებლად ჩამოვა. ახლა ჩემი ქმარი უფრო არის საქართველო, ვიდრე მარტო მიშა. “ლევან ვარშალომიძს ჩამოსვლას ჩემთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცნაირად მიშას ჩამოსვლის საწინდარია. მემგონი ჩამოვა თუ ხალხს უნდა,” – განაცხადა ტელეკომპანიასთან საუბრისას სანდრა რულოვსმა.
“რომ დავდივარ მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, როდის ჩამოვა. მე ვამბობ, მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. 17 ნოემბერს ჩვენ გვაქვს ქორწინებიდან 25 წლისთავი, მე მინდა, მასაც არანაკლებად, რომ ჩვენ ეს თარიღი აქ აღვნიშნოთ, ზუგდიდში, თქვენთან ერთად. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს; ჩამოვიდეს მშვიდობიანად, პრობლემების გარეშე, დაგვხვდეს 11 გაერთიანებული პარტიის მომხრე და დანარჩენი ადამიანებიც, რომლებიც არ შემოხაზავენ ნომერ „5“-ს მიხვდებიან, რომ საქართველოსთვის ასე ჯობია, რომ მესამე პრეზიდენტს ჰქონდეს საშუალება, როგორც პრეზიდენტმა იმუშაოს თავისი ქვეყნისთვის რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თვითონაც იძახის: მე უბრალოდ მინდა ვიყო ჩემს ქვეყანაში, მინდა დავეხმარო, ძალიან დიდი ხედვა მაქვს ამ ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი რამ არ მივიყვანე ბოლომდე და აი, უკვე 11 პარტიასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელებ იმ გზას, რომელზეც ვიდექით და რომლიდანაც ოლიგარქმა ტყუილებით გადაგვიყვანა” – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
წყარო: publishers.ge