აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს და თითოეული კანონიერი ხმის დათვლა უნდა მოხდეს.
„ამერიკელი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს. თითოეული კანონიერი, და არა უკანონო, ხმის დათვლა უნდა მოხდეს. ჩვენ ჩვენი დემოკრატია სრული გამჭირვალობით უნდა დავიცვათ,“- წერს მელანია ტრამპი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, მანამდე, გუშინ მთელი დღე, ამერიკული, ევროპული და ქართული ლიბერალური მედია ფეიკებს ავრცელებდა, მოგონილ სანდო წყაროზე დაყრდნობით, თითქოს მელანიამ ტრამპს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა და მასთან გაყრას აპირებდა. რაც ცხადია, ტრამპის შავ პიარს ემსახურებოდა და მასზე ზეწოლის მიზნით ხორციელდებოდა!
კონსტანტინე ჩიკვილაძე