„მკვდარი სულები“: ტრამპი მტკიცებულებების წარმოდგენას მიტინგებზე გეგმავს

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატმა ჯო ბაიდენმა თავი უკვე გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტად, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ აღიარებს მარცხს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიტინგების ჩატარებას გეგმავს, რათა მთელ რიგ შტატებში ხმების გადათვლას მიაღწიოს, იუწყება პორტალი Axios–ი ამერიკის ლიდერის მრჩევლებზე დაყრნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის შტაბი მზადაა გამოაცხადოს, რომ იქმნება გუნდი ხმების გადასათვლელად ჯორჯიაში, არიზონასა და პენსილვანიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი აპირებს, წარმოადგინოს მიტინგებზე იმ ამომრჩეველთა გარდაცვალების მოწმობები, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა აქვთ მიღებული, თუმცა ხმის მიცემის მომენტისთვის ისინი უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები.

მანამდე ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ქვეყანაში ნამდვილად დაფიქსირდა „მკვდარი სულების“ არჩევნებში მონაწილეობის ფაქტები.

მოწინავე ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება წილად ჯო ბაიდენს ხვდა, რომელმაც უკვე გამოაცხადა თავი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მას ჯერ არ უღიარებია დამარცხება, ხოლო მის ადვოკატებს სარჩელები შეაქვთ სხვადასხვა შტატების სასამართლოებში ხმების დათვლის შეჩერებისა და სავარაუდო დარღვევების გამოძიების მოთხოვნით.

“სპუტნიკ-ჯორჯია”