ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც თავის თავს კონსერვატულს, არადასავლურს უწოდებს, ასეთი არის კიდეც და თავისი თავი ვერ წარმოუდგენია ნაც-ხროვის გვერდით: ირანში ისლამური რევოლუცია ვერ შედგებოდა, ჯერ შაჰი რომ არ დაემხოთ, ხოლო შაჰის დამხობა არ გამოვიდოდა, ჭრელი და იდეურად განსხვავებული ოპოზიცია ერთდროულად რომ არ დაპირისპირებოდა მონარქს, რომელსაც უმაღლესი გენერალიტეტი ბოლომდე მხარს უჭერდა.
თუ გინდათ, რომ კონსერვატული რევოლუცია შედგეს, თქვენ უნდა მოახვიოთ დღის წესრიგი მთავრობას, ე. წ. დიპკორპუსს და იმ მიშისტ ოპოზიციასაც. თქვენს აქციებს უნდა აშუქებდეს მასმედია პირველ რიგში და არა მათსას. ასე გაბუტვა-ჩაკეტვით და ფეისბუკზე უაზრო პოლემიკით არაფერი გამოვა.
მეორე და მთავარი: რაც მალე შეწყვეთ ტრამპზე ცრემლების ღვრას და ამერიკული სასამართლოების ლოდინს, მით უკეთესი – ტრამპს თავისმა მრჩეველმა სიძემაც ურჩია, გითხრეს, წადი, ბაიდენს დაუთმე ასპარეზიო. ერთმა ინგლისურმა ტაბლოიდმა კი დაწერა – მელანია აქამდე ითმენდა და მალე გაშორდება ქმარსო…
მორჩა ტრამპის კინო. ახლა დაუბრუნდით რეალობას, რომელიც აქ გვაქვს. ეს რეალობა რუსეთია, როგორც ერთადერთი ცუდი, მაგრამ თეორიული ვარიანტი, გააბათ კონსერვატული ალიანსი. უნდა მორჩეთ რუსეთის მიმართ კომპლექსებს, სათქმელი ღიად თქვით, როგორც მე ვამბობ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ გგონიათ, მომწონს რუსეთში ყველა და ყველაფერი – ცდებით. არ მომწონს, მეტწილად არ მომწონს. მაგრამ სხვა გზა არ არის.
ასევე, ყველანი შევთანხმდეთ, რომ საჭიროა დროებითი ავტორიტარიზმი საქართველოში და გამოვკვეთოთ მკაფიო ლიდერი. ვინ უნდა იყოს ლიდერი, ჩემს აზრს მერე გეტყვით, თუკი დაგაინტერესებთ… მთელი მსოფლიო ავტორიტარიზმზეა გადასული, თვით ევროპაც აქეთკენ მიდის. ჩვენს მეზობლებს შეხედეთ – რუსეთი, თურქეთი, აზერბეიჯანი, სომხეთი – ყველგან არალიბერალური (ხაზგასმით!) ავტორიტარული მმართველობებია. ეს არ არის მათი ახირება, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელიც ამ ერებს უდავოდ აქვთ. საქართველოში კი თქვენ უნდა მოასწროთ ასეთი პროცესის დაწყება და მის თავში მოქცევა, თორემ ნაცები დაგასწრებენ. ან ქოც-ლიბერასტური ავტორიტარიზმი იქნება აქ ან ნაც-ლიბერასტური ან როგორც არის – ნაც-ქოცური. ავტორიტარიზმი უკვე არის. ეგენი ან ბიძინას ან მიჰას გარშემო ერთიანდებიან და ვერც ერთი მათგანი ვერ იტანს დემოკრატიას, ორივე ავტორიტარი, ტირანის ტიპის პირუტყვია. ორივე საქართველოს დაღუპვაა.
გულბაათ რცხილაძე