ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები რუსთაველზე 18 საათზე დღესაც შეიკრიბებიან!

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 18 საათზე დღესაც გაიმართება.

ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭრები შეკრებას დღეს რუსთაველზე 18:00 საათიდან დაიწყებენ.

ხელისუფლებამ ოპოზიციის შემდეგი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. აქციის მონაწილეების მოთხოვნებიაა – ხელახალი არჩევნები და თამარ ჟვანიას გადადგომა.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.

“ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა” – განაცხადა მელიამ.

აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.

წყარო: newposts.ge