პენსილვანიაში 900,000 ბათილი (invalid) ბიულეტენის გამოყენება გამოვავლინეთ- რუდი ჯულიანი

ტრამპის ადვოკატების არმიის მეთაური, ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს პენსილვანიაში 900,000 ბათილი (invalid) ბიულეტენის გამოყენება, რაზეც სარჩელი შეიტანეს სასამართლოში.

მისი განცხადებით, რესპუბლიკელი დამკვირვებლები არ დაუშვეს დათვლისას 24 საათის განმავლობაში და დროის ამ მონაკვეთში 135,000 ფოსტით მიღებული ბიულეტენი იქნა დამატებული სათვალავში.
პენსილვანიაში ხმების 98%-ია დათვლილი და ბაიდენი 43,000 ხმით ლიდერობს.

წყარო